ინტერნეტ მარკეტინგი არის ახალი და ინოვაციური სფერო. ამ სფეროს, თამამად ვუწოდებდი მესამე ათასწლეულის ბიზნესს. რატომ?
პასუხი მარტივია. არ არსებობს სფერო, რომელსაც ასეთ უმოკლეს დროში შესძლებოდა ადამიანების ამ დონით ჩართვა, ეს პროცესი კი შეუჩერებელია. ინტერნეტმა გაამარტივა კომპანიების და უბრალო ადამიანების ურთიერთკავშირი და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად იქცა.
ნებისმიერი კომპანია ეძებს საზოგადოების თავშეყრის ადგილს, ამიტომ ინტერნეტი საუკეთო ადგილი აღმოჩნდა კომპანიის პროდუქციის/მომსახურების ცნობადობის გაზრდისა და გაყიდვისთვის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი კომპანია მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღწევას ცდილობს. ამ მხრივაც ინტერნეტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.
კომუნიკაციის ასეთმა გამარტივებულმა საშუალებამ, კომპანიებს უბიძგა მაქსიმალურად ჩართულიყვნენ ინტერნეტში და უზრუნველყოთ ლოიალური მომხმარებელის მოზიდვა, მაგრამ პოტენციურ კლიენტამდე მისვლა არ არის ადვილი საქმე, ინტერნეტს და მარკეტინული კომუნიკაციების განხორციელებას შესაბამის ცოდნა და ქმედება სჭირდება, საერთო ჯამში კი შეიქმნა ახალი სფერო, რომელსაც "ინტერნეტ მარკეტინგი" ეწოდება.
ინტერნეტ მარკეტინგი არის სხვადასხვა (სხვისი ან საკუთარი) მომსახურების ან პროდუქტების შეთავაზება ინტერნეტის მეშვეობით. ინტერნეტ მარკეტინგი გულისხმობს ბრენდის პრომოუშენს ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა:
1.Search Engine Optimization
2.Banner advertising
3.pay-per-click advertising
4.social media marketing
5.Affiliate Marketing
6.Email Marketing
7.Video Marketing
და ა.შ.
ეს ყველაფერი კი მოითხოვს გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას, ამიტომ კომპანიებში უკვე საჭირო ხდება ახალი კადრის დანიშვნა, რომელსაც ინტერნეტ მარკეტოლოგი ერქმევა და რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტშიმარკეტინგული კომუნიკაციების განხორციელებას. მაგრამ სანამ ქართული კომპანიები სრულად შეიგრძნობენ ინტერნეტის სიძლიერეს და კადრების დანიშვნას დაიწყებენ, მანამდე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ხარისხიანი მარკეტინგული კომუნიკაციების განხორციელება, ან უბრალოდ დავკავდეთ სხვა მარკეტინგული საქმიანობით (google adsense, Affiliate Marketing). ეს ნაშრომიც სწორედ ამას ეხება.
ნაშრომში განხილულია სამი ძირითადი და აქტუალური მარკეტინგული საქმიანობა, რომლებიცაა:მომსახურება კომპანიებს (ქართული ბაზარი), Affilaite Marketing, google AdSense (უცხოური ბაზარი)

ნაშრომი გათვლილია დამწყებ ინტერნე მარკეტოლოგებზე, რომელიც შედგება 95 გვერდისაგან.
ეს ნაშრომი დაგანახებთ ინტერნეტ მარკეტინგის ძირითად შესაძლებლობებს და გაჩვენებთ გზას, რომლითაც გახდებით წარმატებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი.
დარწმუნებული ვარ დღეს ბევრს სურს შეისწავლოს ინტერენეტი და ჰქონდეს ძირითადი ან დამატებითი შემოსავალი, მაგრამ არ იცის რით დაიწყოს. რამდენიმე წლის წინ მეც ვიყავი მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ სწავლის შემდგეგ, თავი მოვუყარე ბევრ ინფორმაციას და შევქმენი ჩემი ე.წ. სამოქმეოდო გემა, რომელსაც დღითი-დღე ვავითარებ. ეს ყველაფერი კი მოვათავსე 95 გვერდიან ნაშრომში და წარგიდგენთ თქვენ.
ინტერნეტში უსაზღვრო ინფორმაციაა და ამ ნაშრომის გარეშეც შეგიძლიათ შეიწავლოთ ზემოთ ხსენებული მარკეტინგული საქმიანობები, მაგრამ ამ ყველაფრის მოგროვებისათვის და გაანალიზებისთვის დაგჭირდებათ თვეები და შესაძლოა წლებიც კი, რადგან ინფორმაცია მეტისმეტად გაბნეულია და, მითუმეტეს, დამწყებთათვის ამ ინფორმაციის მოგროვება დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალბედამ არც კი იცის რით დაიწყოს და რა გააკეთოს. ეს ნაშრომი კი გაცილებით მოკლე დროში მიგიყვანთ სასურველ მიზნამდე და გაგხდით პროფესიონალ ინტერნეტ მარკეტოლოგს.
ამონარიდი ერთ-ერთ ქართული სეო ფორუმიდან:

მე მესმის ამ ადამიანების, რადგან ინტეერნეტ მარკეტინგის შესწავლისას მეც ვიყავი მსგავს მდგომარეობაში.
ალპინისტს განა უბრალოდ ფერდობზე სიარული იზიდავს? მას იზიდავს მწვერვალის დაპყრობა, რადგან მან იცის, რომ გარკვეული ძალისხმევის შემდეგ მიაღწევს მწვერვალს.
ეს შეიძლება შევადაროთ ინტერნეტ მარკეტინგსაც, რადგან თუ თქვენ არ იცით სად მიდიხართ და ვერ ხედავთ ძალისხმევის შედეგს, არ მოგეცემათ სტიმული, იმიტომ რომ არ იცით ეს ყველაფერი რა შედეგს მოგიტანთ. ეს კი კლავს შემდეგს: მიზანი-----იდეა---სურვილი---მოქმედება.
ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ინტერესდებოდა ინტერნეტ მარკეტინგით, მაგრამ გარკვეული წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ ხელი ჩაიქნიეს ამ სფეროზე. რატომ? იმიტომ რომ ეს მართლაც წარუმატებელი სფეროა?
რათქმაუნდა არა. ეს ხდებოდა იმის გამო, რომ მათ არ იცოდნენ რეალურად რა და როგორ გაეკეთათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეც ვიყავი მსგავს მდგომარეობაში....
ინტერნეტ მარკეტინგით დაკავებით რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი?
შესაძლებელია უმოკლეს დროში, ინტერნეტ მარკეტინგი პირველ ეტაპზე თქვენი დამატებით შემოსავლად იქცეს, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგეგ ძირითად შემოსავლადაც კი, ისევე როგორც ჩემს და ბევრი ქართველის შემთხვევაშია, ევროპელებსა და ამერიკელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მოკლედ ვიტყოდი, აქ ყველაფერი თქვენს მონდომებაზე და ცოდნის მიღებაზეა დამოკიდებული. თუ მოინდომებთ და ცოდნის მიღებას არ დაიშურებთ შესაძლებელია ახალბედებსაც 1000$+ ყოველთვიური შემოსავალი ჰქონდეს, ხოლო გამოცილებს კი თავისუფლად შეუძლიათ 3000$-4000$ ან 10000$-იც კი გამოიმუშავონ, ეს ინდივიდუალურია და საკვანძო მომენტია - მონდომება.